დორაქვევრისებრი ან კოკისებრი თიხის ჭურჭელი, მოუჭიქავი. ქართულ წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVI საუკუნიდან.

იხმარებოდა მარცვლეულის, მწნილის და სხვათა შესანახად და სითხის საწყაოდ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მისი ფორმა და ტევადობა სხვადასხვანაირი იყო. მეგრული დორა ქვევრისებური მოყვანილობისა იყო და 1,5-12 ფუთს იტევდა. ქვევრისაგან გამოირჩეოდა უფრო გადაშლილი პირით, ბრტყელი ძირითა და ყურებით. გარედან შემოვლებული ჰქონდა თიხისავე სადა ან დაკბილული სარტყლები.

ლეჩხუმური დორა კოკას ჩამოჰგავდა და 30 ლიტრას იტევდა. მას ჰქონდა ქობიანი პირი, მომაღლო ყელი, დაქანებული მხრები, განიერი, ქვემოთ მოვიწროებული მუცელი, ყურები და სწორი ძირი; შემკული იყო გეომეტრიული და მცენარეული ორნამეტრებით. იყო აგრეთვე ტუჩიანი, 15-ლიტრიანი დორაკი (დორას ნახევარი). XVIII საუკუნის საბუთების მიხედვით, დორა კოკის ნახევარს უდრიდა (დაახლოებით 15-18 ლ).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დორა&oldid=4667226“-დან