დონ ჰენლი
დონალდ ჰიუ ჰენლი (დ. 22 ივლისი, 1947) — ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფ Eagles-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი დრამერი და ერთ-ერთი წამყვანი ვოკალისტი, ისევე, როგორც ჯგუფის ისტორიის განმავლობაში მუდმივი წევრი. მან შეასრულა წამყვანი ვოკალები Eagles-ის სიმღერებში „Witchy Woman“, „Desperado“, „Best of My Love“, „One of These Nights“, „Hotel California“, „Life in the Fast Lane“, „Victim of Love“, „The Last Resort“, „The Long Run“ და „Get Over It“.
დონ ჰენლი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1947[1] [2] [3] (77 წლის) |
დაბ. ადგილი | Gilmer, ტეხასი, აშშ |
საიტი | donhenley.com |
დონ ჰენლი ვიკისაწყობში |
ჯგუფის 1980 წელს დაშლის შემდეგ ჰენლიმ სოლო-კარიერა დაიწყო და 1982 წელს გამოსცა სადებიუტო სტუდიურ ალბომი I Can't Stand Still, რასაც მოჰყვა ხუთი სტუდიური ალბომი, ორი კომპილაცია და საკონცერტო DVD. ჰენლის სოლო-ჰიტებს შორის აღსანიშნავია სიმღერები „Dirty Laundry“, „The Boys of Summer“, „All She Wants to Do Is Dance“, „Sunset Grill“, „Not Enough Love in the World“, „The End of the Innocence“, „The Last Worthless Evening“ და „The Heart of the Matter“.
ჰენლის Eagles-თან ჩაწერილი ალბომების გაყიდულმა რაოდენობამ გადააჭარბა 150 მილიონს. ჯგუფს მიღებული აქვს ექვსი გრემის ჯილდო, სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს ჩარტში შემდგომში წარმატებული ხუთი #1 სინგლი, 17 სინგლი საუკეთესო 40-ეულში და ექვსი #1 ალბომი. ჯგუფი 1998 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. იგი მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ჯგუფია. როგორც სოლო-შესრულებელმა, ჰენლიმ გაყიდა 10 მილიონზე მეტი ალბომი, ჰქონდა საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი რვა სინგლი, მიიღო ორი გრემის და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. 2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა იგი შეიყვანა ყველა დროის უდიდესი მომღერლების სიის #87 ადგილზე.[4]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- I Can't Stand Still (1982)
- Building the Perfect Beast (1984)
- The End of the Innocence (1989)
- Inside Job (2000)
- Cass County (2015)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დონ ჰენლი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- დონ ჰენლი AllMusic-ზე
- დონ ჰენლი საიტზე Discogs
- დონ ჰენლი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ „100 Greatest Singers“. Rolling Stone. December 3, 2010. ციტირების თარიღი: January 2, 2015.