დონ ხუან მანუელი (ესპ. Don Juan Manuel; დ. 5 მაისი, 1282, ესკალონა — გ. 13 ივნისი, 1349, პენაფელი) — ესპანეთის მეფის ფერდინანდ III-ის შვილიშვილი, ალფონს X-ის დისწული და კასტილიის ერთ-ერთი დიდგვაროვანი სენიორი. იგი იყო სახელოვანი მეომარი, ჭკვიანი, წინდახედული პოლიტიკოსი და უაღრესად განათლებული ადამიანი.

დონ ხუან მანუელის პორტრეტი

დონ ხუან მანუელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „გრაფი ლუკანორი და პატრონიოა“, რომლის წერაც 1335 წელს დაამთავრა. წიგნი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. ყველაზე დიდი პირველი ნაწილია, სადაც მოთავსებულია 51 ნოველა. მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილი აფორიზმებისა და ანდაზების კრებული არის იმავე თემებზე, რომლებზეც ნოველებია დაწერილი.

დონ ხუან მანუელის არაერთი ნოველა ორიგინალური შინაარსისაა, მაგრამ ბევრი ესპანური და არაბული ხალხური ნოველების სიუჟეტზეა აგებული. „გრაფი ლუკანორი და პატრონიო“ პირველად 1575 წელს გამოაქვეყნა ესპანელმა მეცნიერმა და ჰუმანისტმა გონსალო დე მოლინამ სევილიაში ავტორის ბიოგრაფიითურთ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება