დონის როსტოვის წმინდა კარაპეტის ეკლესია

დონის როსტოვის წმინდა კარაპეტის ეკლესია (რუს. Церковь Святого Карапета; სომხ. Դոնի Ռոստովի Սուրբ Կարապետ եկեղեցի) — სომხური ეკლესია დონის როსტოვში. დონის ნახიჭევანის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი დღემდე შემორჩენილი სომხური ეკლესია (თუ არ ჩავთვლით სურბ-ხაჩის ეკლესიას, რომელიც მდებარეობს ქალაქის ფარგლებს გარეთ).

დონის როსტოვის წმინდა კარაპეტის ეკლესია
დონის როსტოვის წმინდა კარაპეტის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის წმინდა კარაპეტის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°14′13″ ჩ. გ. 39°45′08″ ა. გ. / 47.23694° ჩ. გ. 39.75222° ა. გ. / 47.23694; 39.75222
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100045001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. ალაჯალიანი
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1875

წმინდა კარაპეტის ეკლესია მდებარეობს ქალაქის სომხური სასაფლაოს ტერიტორიაზე.

ისტორია რედაქტირება

დონის როსტოვის წმინდა კარაპეტის ეკლესია ააგეს 1875 წელს. ეკლესიის არქიტექტორი იყო ვ. საზონოვი. ტაძარი ეკურთხა 1881 წლის 11 ივლისს. საეკლესიო ანსამბლის მშენებლობის ისტორია დაკავშირებულია დონის ნახიჭევანის თავად აკულინ ალაჯალოვთან, რომელიც გარდაიცვალა 1871 წელს. მან ანდერძად დატოვა, რომ სომხურ სასაფლაოზე აეშენებინათ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ქვის ეკლესია[1]. ა. ალაჯალოვი დაკრძალულია ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კედელთან.

ექსტერიერი რედაქტირება

სივრცითი კომპოზიციის მიხედვით წმინდა კარაპეტის ეკლესია აგებულია, როგორც ბაზილიკური და ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. ფასადებზე გამოკვეთილია ტრადიციული სომხური მოტივებით მოჩუქურთმებული ფრაგმენტები.

ეკლესიის ფასადების გაფორმებაში დომინირებს თაღედის სტილი. თაღედის სტილი გამოყენებულია ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე. ეკლესიაში სამი შესასვლელია: სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის. თითოეული შესასვლელი დასრულებულია ბარელიეფური თეთრი ჯვრებით.

ინტერიერი რედაქტირება

წმინდა კარაპეტის ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ქალაქის ერთადერთ ეკლესიად, რომელიც აგებული იყო სომხურ სტილში (2011 წელს გაიხსნა სურბ-არუთიუნის ეკლესია საბჭოთა პერიოდში დანგრეული საკათედრო ეკლესიის ადგილზე). ეკლესიის შიდა ხედი ისეთივეა, როგორც სხვა სომხურ ეკლესიებში. ეკლესიის კანკელი კაკლის ხისგან არის დამზადებული. კედელი მორთულია თაბაშირის ორნამენტებით, რომელთა შორისაც განთავსებულია ფრესკები.

ტაძრის ცენტრალური ხატია „ღვთისმშობელი“.

რელიქვია რედაქტირება

გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიაში ინახებოდა VI საუკუნის ხაჩქარი სურბ-ხაჩი[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Г. Есаулов, В. Черницына, Архитектурная летопись Ростова-на-Дону, Ростов-на-Дону, 1999.
  • В. Лобжанидзе, Г. Лаптев, Путешествие по Старому Ростову, Ростов-на-Дону, 1997.
  • В. Лобжанидзе, Г. Лаптев, В. Кустов, Путешествие по Старому Ростову, Ростов-на-Дону, 2001, часть 2.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. «Донской временник»/Культура Дона/ Памятники истории и культуры Ростовской области/А.Шестых
  2. Светлана Хачикян. Хачкар Сурб Хач вновь в Сурб Хаче. Нахичеванские вести. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-09-15.