დონის ნახიჩევანის ალექსანდრე ნეველის ეკლესია
დონის ნახიჩევანის ალექსანდრე ნეველის ეკლესია (რუს. Церковь Александра Невского) — ამჟამად დანგრეული მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც მდებარეობდა დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონის ნაწილი)[1]. ეკლესია ააგეს 1896 წელს. დაანგრიეს 1937 წელს.
დონის ნახიჩევანის ალექსანდრე ნეველის ეკლესია | |
ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | დონის ნახიჩევანი |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეორენესანსი |
თარიღდება | 1896 |
ისტორია
რედაქტირებადონის ნახიჩევანის ალექსანდრე ნეველის ეკლესია ააგეს 1896 წელს. მშენებლობისათვის ფინანსები გაიღო ვაჭარმა ილია შუშპანოვმა. ეკლესიის მშენებლობა დაამთხვიეს ნევის ბრძოლის 650-ე წლისთავს, რომელშიც ალექსანდრე ნეველმა მოიპოვა გამარჯვება შვედებზე. ეკლესია მდებარეობდა პოლიციის მოედანზე (ამჟამად ტოლსტოის მოედანი), ეკლესიის შესახვევის კუთხეში (ამჟამად ერევნის ქუჩა)[2].
ეკლესიას ჰქონდა სამი გუმბათი და იყო მდიდრულად დეკორირებული. კარიბჭეზე დაშენებული იყო მაღალი ორსართულიანნი სამრეკლო, რომლის სიმაღლეც 28 მეტრზე მეტი იყო[3]. ეკლესია აგებული იყო ნეორენესანსის სულისკვეთებით. ეკლესიის ზომები იყო 45×25 მ. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხი იყო წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელზე, ხოლო მეორე - წმინდა ანას სახელზე[2].
1900 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვარი დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნობილი ნახიჩევანელი მღვდელი იოანე დომოვსკი[2].
1920-იან წლებში ეკლესია გადაეცა ობნოვლენცების მოძრაობას. 1937 წელს ეკლესია დახურეს და დაანგრიეს. ამჟამად მის ადგილზე ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას (ტოლსტოის ქუჩა № 9)[2].
1942 წელს გერმანელების მიერ ოკუპაციის პირობებში ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მრევლმა აღადგინა ღვთისმსახურება. თავდაპირველად ისინი განთავსდნენ 29-ე ხაზის № 6 სახლში. შემდეგ ღვთისმსახურებისთვის გამოიყო ყოფილი საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა, რომელზეც დაადგეს გუმბათი. ქალაქის გათავისუფლებს შემდეგ სახლი გადაეცა თემს არენდით. 1955 წელს სამლოცველო სახლი დაკეტეს, ხოლო საეკლესიო ჭურჭელი გადაიტანეს დონის როსტოვის წმინდა ალექსანდრას ეკლესიის ალექსანდრე ნეველის სახელობის ნავში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Информация о культовых сооружениях (храмах и молитвенных домах) религиозных организаций, действующих на территории города Ростова-на-Дону. Официальный портал городской Думы и Администрации города. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-25.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 125—126. — ISBN 5-98155-014-7.
- ↑ Евгений Иванович Малаховский. Нахичеванские храмы. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-08-25.