ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დომინიკ სობოსლაი (დ. 25 ოქტომბერი, 2000) — უნგრელი ფეხბურთელი. ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლივერპულისა“ და უნგრეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი.

დომინიკ სობოსლაი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
25 ოქტომბერი, 2000 (2000-10-25) (24 წლის)
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი 8
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 ლიეფერინგი 42 (16)
2018–2021 რედ ბულ ზალცბურგი 56 (16)
2021–2023 ლაიფციგი 62 (12)
2023– ლივერპული 37 (3)
ეროვნული ნაკრები
2019– უნგრეთი 47 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2017 წელს სობოსლაიმ კარიერა ავსტრიულ „ლიეფერინგში“ დაიწყო, რომელიც ზალცბურგის „რედ ბულის“ სათადარიგო გუნდია. 2018 წლის იანვარში სობოსლაის დებიუტი შედგა „რედ ბულში“ სადაც 2018–19 წლების სეზონში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სამი სეზონის განმავლობაში გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო ავსტრიის ბუნდესლიგა, ხოლო ორჯერ ავსტრიის საფეხბურთო თასი. 2021 წლის იანვარში სობოსლაი „ლაიფციგს“ €20 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, რითაც ყველაზე ძვირადღირებული უნგრელი მოთამაშე გახდა.[1] გუნდში გატარებული სამი სეზონის მანძილზე ორჯერ მოიგო გერმანიის საფეხბურთო თასი. 2023 წლის ივლისში ინგლისურ „ლივერპულს“ €70 მილიონის სანაცვლოს შეუერთდა რითაც კლუბის მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Youngster Szoboszlai Becomes Most Expensive Hungarian Footballer Ever (2020-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-17. ციტირების თარიღი: 2024-03-06