დომინიკი (კაფე)
დომინიკი (რუს. Доминик) — პირველი კაფე რუსეთის იმპერიაში. მუშაობს 1841 წლიდან სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ნევის გამზირზე 24 ნომერში.
კაფე დომინიკი Доминик | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′10″N 30°19′23″E / 59.936113° ჩ. გ. 30.323153° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
თარიღდება | 1841 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
კაფე განთავსებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რომელიც წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანულ ეკლესიას ეკუთვნოდა. თავდაპირველად, 1735 წელს აშენდა ორი სართულნახევრიანი სახლი, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლისთვის. ორივე კორპუსი 1830-1832 წლებში გადაკეთდა. არქიტექტორ გ. რ. ზოლიკოფეროს პროექტით უკვე გახდა სამსართულიანი. 1910-1911 წლებში აშენდა კიდევ ორი სართული, არქიტექტორ ვ. ე. კოლინზის მიერ.
კაფეში იყიდებოდა:
- სასმელები (ჩაი, ყავა და გლინტვეინი);
- ტორტი და ნამცხვრები;
- ბიუშტექსი, ბულიონი;
- ალკოჰოლი: ლიქიორები, ღვინო და ლუდი;
- თამბაქოს პროდუქცია;
- გაზეთები;
ყავახანა პოპულარული იყო. მას დღეში 1 000-1 500 სტუმარი ჰყავდა. გამოირჩეოდა კარგი ადგილმდებარეობით, საკვებით და გონივრული ფასებით. კაფეს სტუმრობდენ გამოჩენილი ადამიანები, მათ შორის: ფ. მ. დოსტოევსკი, მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინი, ა. პ. ჩეხოვი, დ. ი. მენდელეევი.
ამჟამად შენობის ზედა სართულზე განთავსებულია ხელოვნების სალონი „ნეველი 24“, ხოლო ყავახანის ნაცვლად სავაჭრო ცენტრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Кафе «Доминик». // Лурье Л. Я. Петербург Достоевского. Исторический путеводитель. — СПб.: БХВ-Петербург, 2012.
- Лурье Л. Я. Встретимся у «Доминика» // Ленинградская панорама, 1987, № 3. С. 35-36.
- Ковалевский В. Душа деянием жива. СПб., 1999. С. 95-98.
- Roman Bühler: Bündner im Russischen Reich. 18. Jahrhundert — Erster Weltkrieg. Desertina, Disentis/Mustér 1991, ISBN 3-85637-201-6. (нем.)
- Линдер И. М. У истоков шахматной культуры. — Москва: Знание, 1967. — С. 136.
- Линдер И. М. Первые русские мастера. — Москва: Физкультура и спорт, 1979. — С. 161.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Dominican Order. chess.com, 2014.(ინგლისური)
- «Доминик», кафе დაარქივებული 2020-07-30 საიტზე Wayback Machine. . // Санкт-Петербург. Энциклопедия.