დომელი
დომელი (ნიდერლ. Dommel) — მდინარე ბელგიასა და ნიდერლანდებში. მიედინება ბელგიის ლიმბურგისა და ნიდერლანდების ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციების ტერიტორიაზე. სიგრძე 120 კმ. მდინარე დიზეს მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ბელგიაში, პერის სიახლოვეს. გაედინება ოვერპელტისა და ნერპელტის გავლით, კვეთს ბელგია-ნიდერლანდების საზღვარს. ნიდერლანდებში მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ეინდჰოვენი. ისტორიულად იგი დიდი როლს თამაშობდა, ვიდრე ამჟამად. ძველ რომში შესაძლოა სანაოსნოც ყოფილიყო.
დომელი | |
---|---|
ქვეყანა |
ბელგია ნიდერლანდები |
სიგრძე | 120 კმ |
დომელი ვიკისაწყობში |