დოლოგანის ჯამე
დოლოგანის ჯამე — არქიტექტურული ძეგლი, ხის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში. თარიღდება XIX საუკუნით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაჯამე აჭარული მეჩეთების რეგიონული მახასიათებლების გამომხატველია, როგორიცაა სწორკუთხა, კვადრატს მიახლოებული გეგმარება, ძლიერად შვერილი კარნიზი,სწორკუთხა სარკმლებით დატიხრული სადად შეფიცრული ფასადები. შედარებით მეტყველი და ჩუქურთმებით დამშვენებული უნდა ყოფილიყო ჯამეს ინტერიერი, რომელიც ამჟამად სრულად მოშლილია- დარჩენილია მხოლოდ კონსტრუქციული კარკასი. ბოლო წლებში ჯამეს კრამიტის საბურავი თუნუქის გადახურვით შეიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11530