დოლმენური კულტურა

დოლმენური კულტურადოლმენური დასაკრძალავი ნაგებობები კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც უკავია ჩრდილოეთ კავკასიის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი და შავიზღვისპირეთის საშუალებით სამხრეთ კავკასიაში კოდორის ხეობამდე აღწევს, თითო-ოროლა ძეგლი კი მის სამხრეთითაც გვხვდება.

პროტოკოლხური კულტურის ანალიზის დროს ცხადი ხდება, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და და სამხრეთ კავკასიის კულტურებს შორის კავშირი ინტენსიურია და ტრადიციულად ვითარდებოდა თითქმის ათასი წლის განმავლობაში. კავკასიის დოლმენური სამარხები მეცნიერების ყურადღების სფეროში მოექცა XIX საუკუნის დასაწყისიდან და დღემდე არ შენელებულა მათ მიმართ ინტერესი.

დოლმენებში გავრცელების ზონაა ძირითადად კავკასიონის ქედის დასავლეთი ნაწილის ფერდები- როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით. სიგრძივ ისინი განფენილია 480 კილომეტრის, ხოლო სიგანით 30-75 კილომეტრის მანზილზე. ისინი გვხვდება მაღალმთიან ზონაშიც, მაგრამ ძირითადად მთისწინეთშია განლაგებული. დოლმენებში დასაკრძალი რიტუალის აღდგენა ძნელია. როგორც წესი, მიცვალებულები კიდურებმოხრილია დაკრძალული, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ფიქრობენ, რომ დოლმენებში მიცვალებულები მჯდომარე პოზაშიც იმარხებოდნენ. შესაძლოა, დოლმენებში მეორადი დაკრძალვის შემთხვევებიც იყოს.

დოლმენებში გამოყენებაზე დროს დიდი მონაკვეთის განმავლობაში მიუთითებს ის, რომ აქ ადამიანთა ჩოჩხები ფენებად, იარუსებათ არის განლაგებული. დოლმენურ სამარხებში ინვენტარი მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი. დოლმენებში აღმოჩენილია აგრეთვე ბრინჯაოს სამეურნეო იარაღები, შუბისპირები, კაუჭები, ქვის მძივები, ისრისპირები, და სხვა.

მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ დოლმენური კულტურა კავკასიის დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის გადაღმა ტერიტორიიდან შეიძლება იყოს შემოტანილი, ვინაიდან ამგვარი სამარხეული ნაგებობები ევროპისა და აფრიკის საკმაოდ დიდ ტერიტორიებზეა გავრცელებული. ზოგი მეცნიერი კი დოლმენების გაჩენას კავკასიაში ადგილობრივი ტომების დამსახურებად თვლის.

დოლმენური კულტურის მატარებელი ტომები, რომლებიც თითქმის ათასი წლის განმავლობაში სახლობდნენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ერთ-ერთ უმთავრეს ტრანსკავკასიურ საგზაო მაგისტრალზე , რომელიც სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა ევროპასთან, გენეტიკურად და კულტურულად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ევროპულ ცივილიზაციებთან, რაც დასაშვებად ხდის ვივარაუდოთ, რომ მათ, შესაძლოა, ხელი შეეწყოთ სამხრეთ კავკასიის კულტურებისათვის ამ მიმართულებით თავისი სასიცოცხლო ინტერესების განსახორციელებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Kote Pitskhelauri, kaukasien und seine nachbarn im VI.-II jt.V.chr. Tübingen-Tbilisi, 2018, გვ. 184-186.