დოიჩჰაუზი
დოიჩჰაუზი (გერმ.: Deutschhaus ან Deutschordenskommende - ტეუტონურ რაინდთა საკომანდო) — რაინლანდ-პფალცის ლანდტაგი მაინცში, გერმანია.
ბაროკოს სტილის სასახლე 1729-40 წლებში აიგო მაინცის არქიეპისკოპოსი ფრანც ლუდვიგ ფონ პფალც-ნოიბერგისთვის. ვინაიდან ის იმ პერიოდში ტევტონურ რაინდთა ჰოხმაისტერი იყო, მან დოიჩჰაუზი თავის მეორე რეზიდენციად ააგებინა წარმომადგენლობითი დანიშნულებისთვის, მისი როგორც ჰოხმაისტერის ფუნქციებისთვის, პირველი რეზიდენციის გვერდით.
შენობა ფრანგული ბაროკოს არქიტექტურის გავლენით ანსელმ ფრანც ფრაიჰერ ფონ რიტერ ცუ გრონესტეინმა ააგო; შედგება მთავარი ნაგებობისა და ორი პავილიონისგან ცენტრალური ეზოს ირგვლივ. ერთ-ერთ პავილიონში კაპელა იყო ქრისტოფ თომას შეფლერის ფრესკებით. 1732 წელს ჰოხმაისტერის გარდაცვალების გამო შენობა მისი პირველადი დანიშნულებისთვის არასდროს გამოყენებულა.