დოდო ქართველიშვილი

ქართველი ექიმი.

დოდო ქართველიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1943, სამტრედია) — ქართველი ექიმი, პროფესორი.

ბიგრაფია რედაქტირება

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1966-1978 წლებში იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამედიცინო კლინიკური კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ართროლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1978-1993 წლებში ანთებითი რევმატული დაავადებების განყოფილების გამგე. 1993-1995 წლებში რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის ანთებითი რევმატული დაავადებების განყოფილების გამგე, 1996-1998 წლებში ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1998 წლიდან აღნიშნული ცენტრის დირექტორი. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომისა ართროლოგიური და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის, ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს „რევმატოლოგიის ცნობარი“ (1996). არის 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი. რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. აკადემიკოს ვ. წითლანაძის სახელობის საქართველოს ს/პ რევმატოლოგიური ცენტრის დირექტორი. ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის კათედრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რევმატოლოგიური ართრიტით დაავადებულთა ბალნეოთერაპიის ზოგიერთი მეთოდებით მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა“, დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „მენჯ-ბარძაყის სახსრების დაზიანება ანთებითი რევმატული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში (კლინიკო-რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა, ადრეული დიაგნოსტიკა, პროგნოზი“, დაიცვა 1990 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • რევმატოლოგიის ცნობარი, თბილისი, მეცნიერება, 1996, გვ. 404

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 282

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება