დოდო მამფორია
დოდო მამფორია (დ. 14 მარტი, 1938, ბათუმი) — ქართველი ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
დოდო მამფორია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 მარტი, 1938 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი.
1964–1966 წლებში იყო თბილისის № 5 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი. 1966–1971 წლებში ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების ექიმი. ამავე უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელი 1971–1972 წლებში. კლინიკური ალერგოლოგიის, პულმონოლოგიური განყოფილების და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი 1979–1984 წლებში. 1992 წლიდან იყო საკონსულტაციო პოლიკლინიკის ხელმძღვანელი. 47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ძირითადად ეხება ფსიქოსომატურ პრობლემებს ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — 1976 წელს დაიცვა „ბრონქული ასთმის პათოგენეზის ზოგიერთი საკითხები ბავშვებში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — 1997 წელს დაიცვა „ძუძუთი კვების და სასუნთქი სისტემის დაავადებების ფსიქოსომატური ასპექტები ბავშვთა ასაკში“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია „დედა–ბავშვი“, წევრი
- სამედიცინო-სოციალური აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფსიქოლოგიური ასპექტები კლინიკურ პედიატრიაში : მონოგრაფია (ავტორი). - თბ., ევრიკა, 1995.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 183
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, თბ., 2012, გვ. 349