დიხაშ კოჩი (ქართ. „მიწის კაცი“) — ავსული ჯუჯა მეგრულ მითოლოგიაში. ტანით ჭინკის ოდენაა, და ჭინკის მსგავსად ადამიანის სახისაა. ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ ვერტიკალურად ვერ დადის, და ოთხზე დგას და ისე მოძრაობს. ჩნდება ხოლმე სოფლებში, სადაც სახლები მრავლადაა, და ხშირად სახლის ეზოებშიც იმალება ხოლმე. ზოგჯერ კაცს სოფლის გზებზეც ხვდება. რადგან ის ნელ-ნელა მოძრაობს, თავის მსხვერპლს იშვიათად იჭერს და ადამიანიც ადვილად გადაურჩება ხოლმე. ქვეითად მიმავალთ ფეხებშუა უძვრება და ცდილობს წააქციოს; თუ მხედარს შეხვდა, აღვირს წაავლებს ხელს და ცხენს ფეხის გადადგმის საშუალებას არ აძლევს. არის შემთხვევებიც, როდესაც დიხაშ კოჩს ადამიანი ჭკუიდან შეუშლია.

ლიტერატურა

რედაქტირება