დიხაზურგის წარწერა
(გადამისამართდა გვერდიდან დიხაზურგას წარწერა)
დიხაზურგას წარწერა — მხედრული ანბანით შესრულებული ძველი ქართული წარწერა გალის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაზურგას სასაფლაოდან, დაახლოებით, X-XI საუკუნეებისა. წარწერა შესრულებულია თეთრი კირქვის ფილაზე.
წარწერა
რედაქტირებაწარწერა ოთსტრიწონიანია:
- † გრგლს გლტსთ
- უხცეს
- შ~ს ღ~ნ
- ან
ანუ:
- † გრიგოლს გალატოსთ–
- უხუცეს[ს]
- შეუნდვნეს ღმერთმან,
- ამენ.
დახასიათება
რედაქტირებადიხაზურგას წარწერა არის მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ძეგლი. წარწერაში საინტერესოა ტერმინი: გალატოსთუხუცესი (შდრ. ბედიის ეკლესიის წარწერა).
დათარიღება
რედაქტირებაწარწერას მოსე ჯანაშვილი X-XI საუკუნეებით ათარიღებდა. ვალერი სილოგავას აზრით წარწერა XI საუკუნისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- М. Джанашвили, От Ново-Сенак до сел. Дихазурга. Изв. Кавказского отделения Московского археологического общества, вып. II, 1907, ст. 18
- ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორქპუსი II, თბ., 1980, გვ. 83
- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 77