დიქსი ბიბ გრეივსი
დიქსი ბიბ გრეივსი (ინგლ. Dixie Bibb Graves; დ. 26 ივლისი, 1882, მონტგომერი, ალაბამა, აშშ — 21 იანვარი, 1965, მონტგომერი, ალაბამა, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ალაბამას შტატიდან 1937 წლის 20 აგვისტოდან 1937 წლის 10 იანვრამდე. ალაბამას პირველი ლედი 1927 — 1931 და 1935 — 1939 წლებში.[1]
დიქსი ბიბ გრეივსი Dixie Graves | |
აშშ-სსენატორი ალაბამას შტატიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 აგვისტო 1937 – 10 იანვარი 1938 | |
წინამორბედი | ჰუგო ბლექი |
მემკვიდრე | ლისტერ ჰილი |
ალაბამას პირველი ლედი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 იანვარი 1935 – 17 იანვარი 1939 | |
წინამორბედი | მარგარეტ მილერი |
მემკვიდრე | ჯულიეტ დიქსონი |
ალაბამას პირველი ლედი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 იანვარი 1927 – 19 იანვარი 1931 | |
წინამორბედი | ელიზაბეტ ბრენდონი |
მემკვიდრე | მარგარეტ მილერი |
დაბადებული | 26 ივლისი 1882 მონტგომერი,ალაბამა, აშშ |
გარდაცვლილი | 21 იანვარი 1965 (82 წლის) მონტგომერი,ალაბამა, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
მეუღლე | დევიდ ბიბ გრეივსი |
ჯილდოები | ალაბამას ქალთა დიდების დარბაზი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებადიქსი ბიბ გრეივსი დაიბადა 1882 წლის 26 ივლისს ოჯახურ პლანტაციაში მონტგომერის მახლობლად, ალაბამაში. პეიტონის და იზაბელ თორპ ბიბის ოჯახში. დიქსი ბიბმა და მისმა ოთხმა დამ ბავშვობა მონტგომერში გაატარეს. გოგონა სწავლობდა ადგილობრივ საჯარო სკოლებში. 1900 წელს, 18 წლის ასაკში, იგი დაქორწინდა სახელმწიფო საკანონმდებლო ასამბლეის წევრ დევიდ ბიბ გრეივსზე, რომელიც ალაბამას გუბერნატორი გახდა 1927 წელს.
გრეივსი საკუთარ თავს უწოდებდა "უვადო დემოკრატს" და იყო ალაბამას ამომრჩეველთა თანაბარი ხმის უფლების ასოციაციის (ინგლ. Alabama Equal Suffrage Association) წევრი. იგი ლობირებდა თავის შტატის საკანონმდებლო ორგანოებს ქალთა ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად.[2]
აშშ სენატორი
რედაქტირება1937 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა მთავარ მოსამართლედ დანიშნა ალაბამას სენატორი ჰუგო ბლექი. ბლექის სენატიდან წასვლის შემდეგ, გუბერნატორს დევიდ გრეივსს უფლება მიეცა არჩევნების ჩატარებამდე დაენიშნა დროებითი სენატორი. მან თავისი მეუღლე დიქსი დანიშნა სენატორის თანამდებობაზე, ვინაიდან მას საუკეთესო მოკავშირედ თვლიდა. ამგვარად, დიქსი გახდა პირველი ქალი სენატორი ალაბამადან.
როგორც სენატორი, დიქსი გრეივსი ყურადღებას აქცევდა ჯანმრთელობისა და განათლების საკითხებს. თანამდებობაზე ყოფნისას ხუთი თვის განმავლობაში იგი მუშაობდა საჩივრების განხილვის, განათლებისა და შრომის, მაღაროებისა და სამთო საკითხების კომიტეტებში.[3]
მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ჩაირიცხა ქალთა არმიის კორპუსში, მუშაობდა წითელ ჯვარსა და შეიარაღებული ძალების მომსახურების გაერთიანებულ სამსახურის ორგანიზაციებში. გრეივსი იყო ქალთა არმიის კორპუსის ერთ-ერთი რაზმის მეთაური. დიქსი ბიბ გრეისი გახლდათ ჩვილ ბავშვთა დამბლის ეროვნული ფონდის ქალთა საქმიანობის სახელმწიფო მრჩევლების ძალიან აქტიური წევრი, ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც National March of Dimes Association, იგი აგრეთვე მუშაობდა საავადმყოფოებში და პოლიომიელიტის სამკურნალო დაწესებულებებში. 1948, 1952, 1956 და 1960 წლებში გახლდათ სახელმწიფო დემოკრატიული კამპანიის ქალთა განყოფილების თავმჯდომარე და კონფედერაციის საპატიო თავმჯდომარე. იყო ალაბამას ისტორიული ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების ლეგიონის დამხმარე ჯგუფის წევრი.[4][5]
გარდაცვალება
რედაქტირებადიქსი ბიბ გრეივსი გარდაიცვალა 1965 წლის 21 იანვარს 82 წლის ასაკში მონტგომერიში ( ალაბამა). დაკრძალეს მონტგომერის გრინვუდის სასაფლაოზე. მისი სახელი 1972 წლიდან შესულია ალაბამას ქალთა დიდების დარბაზში.
დიქსი ბიბ გრეივსის სახელობის იარაღის პალატა აშენდა მონტგომერიში ( ალაბამა) 1935 წელს, როგორც WPA პროექტის ნაწილი, რომელიც 1990-იან წლებში გადაკეთდა შეიარაღების ხელოვნების შესწავლის ცენტრად.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიოგრაფიული ლექსიკონი. დიქსი ბიბ გრეივსი (id: G000391) (ინგლ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Dixie Bibb Graves". Encyclopedia of Alabama. Retrieved 1 July 2013.
- ↑ "Dixie Bibb Graves". The Political Graveyard. Retrieved 1 July 2013.
- ↑ "Dixie Bibb Graves". Biographical Directory of the United States Congress. Retrieved 1 July 2013.
- ↑ Michael Newton (14 April 2016). White Robes and Burning Crosses: A History of the Ku Klux Klan from 1866. McFarland. pp. 82–. ISBN 978-1-4766-1719-0.
- ↑ "Dixie Bibb Graves". Encyclopedia of Alabama. Retrieved 1 July 2013.
- ↑ "Dixie Bibb Graves". Govtrack US Congress. Retrieved 1 July 2013.