დიუნი: მეორე ნაწილი
„დიუნი: მეორე ნაწილი“ (ინგლ. Dune: Part Two) — დენი ვილნევის 2024 წლის ამერიკული ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი. მისი სცენარისტები არიან თავად ვილნევი და ჯონ სპეიტსი. 2021 წლის ფილმ „დიუნის“ ეს გაგრძელება არის მეორე ორნაწილიან ადაპტაციაში, რომელიც ეფუძნება ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების რომანს. მისი მთავარი გმირია პოლ ატრეიდესი, რომელიც პლანეტა არაკისის ფრიმენებს პოულობს და მათთან ერთად ემზადება ჰარკონენებთან ომისთვის. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები წინა ნაწილიდან, ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ჯოშ ბროლინი, სტელან სკარშგორდი, დეივ ბატისტა, სტივენ მაკ-კინლი ჰენდერსონი, ზენდეია, შარლოტ რემპლინგი და ხავიერ ბარდემი, ხოლო ახალ პერსონაჟებს განასახიერებენ ოსტინ ბატლერი, კრისტოფერ უოკენი და ლეა სედუ.
„დიუნი: მეორე ნაწილი“ | |
---|---|
რეჟისორი | დენი ვილნევი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება |
დიუნი — ფრენკ ჰერბერტი |
როლებში | |
მუსიკა | ჰანს ციმერი |
ოპერატორი | გრეგ ფრეიზერი |
მონტაჟი | ჯო უოკერი |
სტუდია |
Legendary Pictures Villeneuve Films Disruption Entertainment |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 165 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 190 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 494.7 მილიონი აშშ დოლარი[3][4] |
ფილმზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2016 წელს Legendary Entertainment-მა მოიპოვა უფლება „დიუნის“ კინო და ტელეადაპტაციისთვის. 2017 წლის თებერვალში ვილნევი რეჟისორად დაინიშნა. წარმოებისთვის აუცილებელი კონტრაქტები გაფორმდა მხოლოდ პირველი ფილმის მომზადებისას, სანამ მეორე ფილმის წარმოება ოფიციალურად ნებადართული იქნებოდა. მართალია, ვილნევი ღელავდა სიკველის წარმატებაზე მას შემდეგ, რაც პირველი ნაწილი ერთდროულად გამოვიდა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე, Warner Bros. Pictures-ის წარმომადგენლებმა იგი დაარწმუნეს, რომ სიკველის წარმოებაზე დათანხმდებოდნენ, თუკი პირველი „დიუნი“ HBO Max-ზე წარმატებული იქნებოდა. პირველი ფილმის კრიტიკოსების მაღალ შეფასებას და კომერციულ წარმატებას მოჰყვა Warner Bros.-ის და Legendary Entertainment-ის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გაგრძელებაზე მუშაობის დაწყება. 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ მსახიობთა გუნდს დაემატებოდნენ პიუ, ბატლერი, უოკენი, სედუ და იაკუბი. შემდეგ წელს გამოაცხადეს ტიმ ბლეიკ ნელსონის მონაწილეობის შესახებ. გადაღებები მიმდინარეობდა ბუდაპეშტში, იტალიაში, იორდანესა და აბუ-დაბიში, 2022 წლის ივლისიდან დეკემბრამდე.
ფილმი Warner Bros. Pictures.-მა გამოუშვა 2024 წლის 1 მარტს. ამ დროისთვის მისმა შემოსავალმა შეადგინა 494.7 მილიონი აშშ დოლარი. რომანზე „დიუნი: მესია“ დაფუძნებული შემდეგი ფილმი იქნება ამ ფილმის გაგრძელება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dune: Part Two (12A). ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2024
- ↑ რუბინი, რებეკა. (20 თებერვალი, 2024) 'Dune 2' Aims for Blockbuster Glory: How a Strike Delay, Imax and 'Oppenheimer' Success Can Boost Denis Villeneuve's Sequel. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2024
- ↑ Dune: Part Two. IMDb. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2024
- ↑ Dune: Part Two. Nash Information Services, LLC. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2024