დიპლოდოკი
დიპლოდოკი (ლათ. Diplodocus), ამომწყდარი ქვეწარმავლების გვარი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგისა. სხეულის სიგრძე 25 მ აღწევდა. ჰქონდათ ძალიან გრძელი კისერი და კუდი, შედარებით პატარა თავი. ცნობილია რამდენიმე სახეობა. იკვებებოდნენ მცენარეებით. დიპლოდოკის ნაშთები ნაპოვნია აშშ-ში იურული პერიოდის ნალექებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 563.