დინო ჰამზიჩი (ბოსნ. Dino Hamzić; დ. 22 იანვარი, 1988, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ბოსნიელი ფეხბურთელი, თამაშობს მეკარის პოზიციაზე საფეხბურთო კლუბ „ჩიხურაში“.

დინო ჰამზიჩი
Dino Hamzić
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 იანვარი, 1988 (1988-01-22) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა
სიმაღლე 191 სმ [1]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
2006–2007 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა სარაევო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007–2012 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა სარაევო 29 (0)
2012–2014 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ოლიმპიკი 51 (0)
2014–2015 პოლონეთის დროშა ვიძევი ლოძი 14 (0)
2015–2016 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ოლიმპიკი 19 (0)
2016–2020 საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე 121 (0)
2020 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ოლიმპიკი 0 (0)
2021 საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი 18 (0)
ეროვნული ნაკრები
2007-2008 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 21 წლ. 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დინო ჰამზიჩი „ჩიხურას“ 2016 წლის მარტში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ ჰამზიჩი საქართველოს ჩემპიონატის მეკარეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი ტრანსფერი ძალიან წაადგება გუნდს. თვითონ ფეხბურთელმა ჯურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალში ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ამბიცია აქვს. [2] პირველი მატჩი ჰამზიჩმა „ჩიხურას“ შემადგენლობაში ითამაშა 12 მარტს გორის „დილასთან“, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

2016 წელს „ჩიხურამ“ საქართველოს უმაღლესი ლიგის „თეთრ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და საჩემპიონო პლეი-ოფფის ორმატჩიან ფინალში „წითელი“ ჯგუფის გამარჯვებულს, „სამტრედიას“ დაუპირისპირდა. პირველი თამაში სამტრედიაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0, ხოლო მეორე შეხვედრაში თბილისში დაფიქსირდა ფრე 2:2 და „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. შემდგომში ჰამზიჩმა განაცხადა, რომ საჩემპიონო პლეი-ოფფში მარცხი მის ქართულ კარიერაში ყველაზე დასანანი და ცუდი მომენტი იყო. [3]

2017 წლის 2 დეკემბერს „ჩიხურამ“ საქართველოს თასის ფინალში „ტორპედო“ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჰამზიჩმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო. [4]

ტიტულები

რედაქტირება