დინატები
დინატები — ბიზანტიის საზოგადოების გაბატონებული ფენის აღმნიშვნელი ტერმინი, უმთავრესად იხმარებოდა X საუკუნის საკანონმდებლო ძეგლებში. ტერმინ „დინატების“ რეალური შინაარსის გამო მეცნიერთა შორის დისკუსიაა გამართული. ჩვეულებრივად დინატებად მიიჩნევენ მსხვილ მიწათმფლობელებს, ფეოდალებს; სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, კერძოდ ფრანგი ბიზანტიოლოგის პ. ლემერლის აზრით, დინატების წევრობის განმსაზღვრელი პრინციპი იყო არა გარკვეული ქონების (მიწის), არამედ საერო ან სასულიერო ხელისუფლების პყრობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 557.