სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოდია.

დინარა ნოდია (დ. 23 იანვარი, 1931, თბილისი — გ. 30 აგვისტო, 2003) — ქართველი მხატვარი-გრაფიკოსი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1981). ღირსების ორდენის კავალერი (1998).

დინარა ნოდია
დაიბადა 23 იანვარი, 1931
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 30 აგვისტო, 2003 (72 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
მიმდინარეობა გრაფიკა
ჯილდოები საქართველოს სახალხო მხატვარი (1981)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1959 წლიდან თანამშრომლობდა კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „დედის ხელი“ (1959), „გია მიდის ყამირზე“ (1963), „აღმაფრენა“ (1964), „გრიბოედოვის საჩუქარი“ (1965), „კედელი“ (1966), „პეპელა“ (1977). მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: თბილისის ეროვნულ მუზეუმში, მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, ყირგიზეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. იყო ჯგუფური გამოფენების მონაწილე.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება