დიმიტრი მხეიძე
დიმიტრი მხეიძე (დ. 21 ივნისი, 1974) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი
დიმიტრი მხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 ივნისი, 1974 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
1993 წელს დაამთავრა კატასტროფისა და კრიტიკული მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრი, მაშველი სანინსტრუქტორის სპეციალობით. 1998 წელს კი ქ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“ ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით. საქართველოს რეზიდენტურის სკოლის ყელყურცხვირის კათედრა თბილისის მე–9 საავადმყოფო, რეზიდენტურის სრული კურსი „3+1“, ექიმი ოტორინილარინგოლოგის კვალიფიკაციით 2002 წელს.
1992-1993 წლებში იყო კატასტროფისა და პრაქტიკული მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრის მაშველი სანინსპექტორი; 2002-2007 წლებში სს ძოწენიძის სახელობის იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს უმცროსი ექიმი; 2003-2005 წლებში შპს ქუთაისის რკინიგზის კლინიკის უმცროსი ექიმ ოტორინოლარინგოლოგი; 2007-2013 წლებში შპს ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის ექიმ ოტორინოლარინგოლოგი; 2013-2016 წლებში შპს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ექიმ ოტორინოლარინგოლოგი, დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარცხენა ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიმიტრი მხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი მხეიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)