სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგიძე.

დეკანოზი დიმიტრი გორგიძე (ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე გორგიძე; დ. 7 აპრილი, 1949, სოფ. მეჯვრისხევი, გორის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი.

ფაილი:დიმიტრი გორგიძე.jpg
დეკანოზი დიმიტრი (გორგიძე)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1987 წლიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა. 1991 წლის 28 აპრილს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1991 წლის 17 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა. დანიშვნამდე რამდენიმე თვე ქვათახევის მამათა მონასტერში იმსახურა. 1993 წლიდან რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა, ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1996 წლის 24 ივნისს მიტრით დაჯილდოვდა. 1996 წლის 17 ნოემბერს რუსთავის ეპარქიის მოძღვართმოღძვრად აირჩიეს. 2011 წლის 28 აგვისტოს დადგინდა რუსთავის სიონის წინამძღვრად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება