დიმიტრი ბაგრატიონი
დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონი (დ. 1863 ― გ. დაახლოებით 1911) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, პ. ი. ბაგრატიონის შვილიშვილის შვილი. დაამთავრა პოლოცკის სამხედრო გიმნაზია და ნიკოლოზის საკავალერიო სკოლა. 1882 დაინიშნა ვლადიმირის 38-ე დრაგუნთა პოლკში. 1897 ჩარიცხეს საკავალერიო სკოლის ოფიცერთა მუდმივ შემადგენლობაში.1909-იდან იყო ამავე სკოლის უფროსის თანაშემწე. სამხედრო სამსახურთან (კავალერისტ-ინსტუქტორი) ერთად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. თარგმნა და რამდენიმეჯერ გამოსცა დ. ფილისის „ცხენის ხედნისა და ცხენოსნობის საფუძვლები“, რომელიც რუსულ კავალერისტ ოფიცერთა სამაგიდო წიგნი გახდა. 1901 წელს გამოსცა არქივის მასალების საფუძველზე დაწერილი „ვლადიმირის პოლკის ისტორია“. 1906 დააარსა ჟურნალ „ვესტნიკ რუსსკოი კონნიცი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაგრაქველიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 131.