დიმიტრიოსი
დიმიტრიოსი — IX საუკუნის ქართველი ბერი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რომელიც „შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა“.
დიმიტრიოსი იხსენიება იმ სასულიერო პირთა გვერდით, „რომელთაგან მრავალნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნენ და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა“. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხილია წმინდანად და მოიხსენიება კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა შორის 5 (18) ოქტომბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ. – ათენი, 2003.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 435.