დიმიაანთ კოშკი
დიმიაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გულგულის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში. თარიღდება XVIII საუკუნით.
კოშკი გეგმით წრიულია, ზემოთკენ სწორხაზოვნად შევიწროებული. შემორჩენილია მხოლოდ ერთი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია რიყის მოზრდილი ქვით, ინტერიერში, ზოგ ადგილას, გამოყენებულია კვადრატული აგურიც. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან, შემორჩენილი კვალის მიხედვით, ხის ძელებით ყოფილა გადახურული. შენობის პირველი სართული რვაწახნაგოვანია, წახნაგებში თვდაცვითი და საყოფაცხოვრებო ელემენტებია განთავსებული. ხუთ წახნაგში თითო ღრმა, შეისრულთაღიანი ნიშაა, რომელიც თითო სათოფურითაა აღჭურვილი. ერთ-ერთ წახნაგში კოშკში შესასვლელი კარია, მეორეში ბუხარი, მესამეში კი კედლის სისქეში არსებული კიბის უჯრედის შესასვლელი. სართული გადახურულია ძაბრისებრი კამარით, რომლის გვერდები რიყის ქვითაა ნაწყობი, ხოლო წვერო აგურით. კამარის მრუდში, ჩრდილოეთით და სამხრეთით, თითო სარკმელია. მათი ღიობები შიგნიდან გარეთ მკვეთრად მაღლდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 169.