დილმუნი
დილმუნი — ბიბლიური ადგილის შესაბამისი ადგილი შუმერული მითოლოგიის თანახმად. შესაძლოა, კუნძული, სადაც ადამიანი უზრუნველად ცხოვრობდა. აქ იყო შუმერული წარღვნის გმირის, უთნაფიშთიმის საცხოვრისი, რომელიც უკვდავების მაძიებელმა გილგამეშმა მოინახულა.
დილმუნი Dilmun | |
რუკა გვიჩვენებს სავარაუდო ადგილმდებარეობის დილმუნში, ცივილიზაცია ბაჰრეინში | |
ქვეყანა | ბაჰრეინი |
---|---|
კოორდინატები | 26°11′48″ ჩ. გ. 50°29′08″ ა. გ. / 26.19667° ჩ. გ. 50.48556° ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ.3 ათასწლეული |
მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამოთხის იდეა შუმერში ჩაისახა. შუმერული სამოთხე, პოემის თანახმად, მდებარეობდა ქვეყანა დილმუნში, რომელიც ირანის სამხრეთ-დასავლეთით უნდა ყოფილიყო. აქვე მოათავსეს მოგვიანებით თავიანთი „სიცოცხლის ქვეყანა“ — უკვდავების მხარე — სემიტმა ბაბილონელებმა, რომელთაც დაიპყრეს შუმერი. არსებობს საბუთი იმისა, რომ ბიბლიური სამოთხე იგივე დილმუნი იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Indus Valley—Mesopotamian trade passing through Dilmun
- Lost ancient civilisation's ruins lie beneath Gulf, says boffin
- Bahrain National Museum's hall of Dilmun დაარქივებული 2009-06-02 საიტზე Wayback Machine.
- Dilmun Site Al-Khidr, Failaka Island, State of Kuwait
- Greek inscriptions found on Bahrein (a pdf-file)
- Dilmun Calendar Theory Backed, Gulf Daily News, 11 July 2006 დაარქივებული 4 October 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები