დილარ ივარდავა
დილარ ივარდავა (დ. 28 დეკემბერი, 1940, ზედა ეწერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 26 მარტი, 2022) — ქართველი მთარგმნელი, პოეტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1965 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული "ასე იწყება ლერწმის შრიალი". ძირითადი კრებულებია: "რტოები არ იმსხვრევიან" (1968), "ჩუქურთმა ხეზე" (1969), "ლარჭემის ხმები" (1971), "ნათლის სამოსელი" (1973). ლექსთა ციკლებისათვის "ყინული ლღვება", "სადაც ზღვაა და ლურჯი მთებია", "მზეო, მაცოცხლებელო", "გმირული ორატორია", "ჩემი ცხოვრების ხუთი ფურცელი". 1998-2002 წლებში მისი ლექსები და "ესეისტური ეტიუდები", რამდენიმე წიგნად გამოვიდა. წარმატებულია მისი როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობაც. თარგმნილი აქვს სხვადასხვა პოეტების ლექსები. თავად მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.
ჯილდოები
რედაქტირება- 2007 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
- 2005 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
- 2000 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- 1978 - საქართველოს კომკავშირის პრემია
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ესეისტური ეტიუდები, თბ., ინტელექტი, 2010, გვ. 352 ISBN 978-9941-420-96-2
- ჟამი გოდებისა წ.1., თბ., 1998, გვ. 424
- გაფრენილი ციცარი, თბ., ნაკადული, 1988, გვ. 87
- ჟამი : ლექსები, თბ., მერანი, 1986, გვ. 110
- თიბათვე : ლექსები, თბ., საბჭოთა საქართველო, 1985, გვ. 214
ლიტერატურა=
რედაქტირება- საქართველოს ენციკლოპედია - ტ. IV. თბ., 2018., გვ. 213