დივიდენდი
დივიდენდი (ლათ. dividendum – გასაყოფი) — განაწილებას დაქვემდებარებული შემოსავალი, რომელსაც იღებს კაპიტალის მესაკუთრე სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებიდან საკუთარი კაპიტალის ინვესტირებული წილის პროპორციულად კაპიტალის კლასის მიხედვით.
სააქციო საზოგადოებაში ჩვეულებრივი აქციებიდან მიღებული დივიდენდის ოდენობა დამოკიდებულია საზოგადოების წმინდა მოგებაზე. პრივილეგირებულ აქციებზე დივიდენდი, აქციის ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე, წინასწარ დადგენილი პროცენტის მიხედვით გაიცემა.
გავრცელებულია დივიდენდის გადახდის რამდენიმე ფორმა: ნაღდი ანგარიშსწორება, ანგარიშსწორება აქციებით, ოფციონით და მატერიალური ღირებულებით. დივიდენდების გადახდის წესი და პერიოდულობა შეიძლება განსხვავებული იყოს ქვეყნებისა და კომპანიების მიხედვით. დივიდენდების მოცულობა განისაზღვრება პარტნიორების წილის შესაბამისად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუმბურიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.