მთავარი მენიუს გახსნა

დიეგო პოიეტი (დ. 8 აპრილი, 1995) — ინგლისელი ნახევარმცველი, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედში. მან კარიერა ჩარლტონ ატლეტიკში დაიწყო, სადაც 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ იანვრამდე ძირითადი გუნდის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 2014 წლის ივლისში ის ვესტ ჰემ იუნაიტედმა შეიძინა.

დიეგო პოიეტი
Diego Poyet West Ham July 2014.jpg
პოიეტი ვესტ ჰემ იუნაიტედში, 2014 წლის ივლისი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიეგო პოიეტ გონსალესი
დაბადების
თარიღი
8 აპრილი, 1995 (1995-04-08) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
სარაგოსა, ესპანეთი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
2006-2-13 ჩარლტონ ატლეტიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013-2014 ჩარლტონ ატლეტიკი 20 (0)
2014- ვესტ ჰემ იუნაიტედი 3 (0)
2014ჰადერსფილდ თაუნი (იჯარა) 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2010-2011 ინგლისი U16 7 (0)
2011-2012 ინგლისი U17 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 იანვარი, 2015 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 22 იანვარი, 2014 (UTC)

პოიეტმა ინგლისის 16 და 17 წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა, მაგრამ ურუგვაის ნაკრებში თამაშიც შეუძლია მამამისის, გუს პოიეტის წარმომავლობის გამო.

საკლუბო კარიერარედაქტირება

ჩარლტონ ატლეტიკირედაქტირება

პოიეტმა კარიერა ჩარლტონ ატლეტიკის აკადემიაში დაიწყო და 2013 წლის მაისში კლუბთან პირველი კონტრაქტიც გააფორმა. მისი დებიუტი 2014 წლის 21 მაისს ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში შედგა ოქსფორდ იუნაიტედის წინააღმდეგ, როდესაც 81-ე წუთზე დეილ სტივენსის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. ძირითად შემადგენლობაში კი პირველი მატჩი პოიეტმა 1 თებერვალს უიგან ატლეტიკის წინააღმდეგ 2-1 წაგებულ შეხვედრაში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრად მხოლოდ თებერვალში ჩამოყალიბდა და სეზონის განმავლობაში სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პოიეტი ჩარლტონში 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2014 წლის 26 ივნისს ჩარლტონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პოიეტმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერას სხვა კლუბში განაგრძობდა.

ვესტ ჰემ იუნაიტედირედაქტირება

2014 წლის 8 ივლისს პოიეტი ვესტ ჰემ იუნაიტედს შეუერთდა, გააფორმა რა 4-წლიანი კონტრაქტი კლუბთან. მისი შეძენა სანდერლენდის თავკაცს და დიეგოს მამას, გუსსაც, სურდა, თუმცა საბოლოოდ მან ამ ტრანსფერზე უარი თქვა, რათა ნეპოტიზმში არ დაედანაშაულებინათ.

23 აგვისტოს პოიეტმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი კლუბის რიგებში, როდესაც კრისტალ პალასთან 1-3 მოგებულ შეხვედრაში 83-ე წუთზე მაურო სარატე შეცვალა. ოთხი დღის შემდეგ კი შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მატჩი და 120 წუთი ითამაშა.

2014 წლის 7 ნოემბერს პოიეტი ერთთვიანი იჯარის წესით ჩემპიონშიპის კლუბ ჰადერსფილდ თაუნს შეუერთდა. გადასვლიდან ერთი დღის შემდეგ ფულჰემთან გასვლაზე 3-1 წაგებულ შეხვედრა დიეგომ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. სამაგიეროდ 22 დეკემბერს შეფილდ უენსდისთან მატჩში სრული 90 წუთი ითამაშა. საბოლოოდ პოიეტმა ჰადერსფილდში სულ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ვესტ ჰემს დაუბრუნდა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება