დიდწიპწიანი ჩინური

დიდწიპწიანი ჩინური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჩინურის ერთ-ერთი მცირემოსავლიანი ვარიაციაა.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

გამოირჩევა ძლიერი ზრდითა და გადაჭარბებული ყვავილცვენიო. მორფოლოგიური ნიშნებით მისთვის დამახასიათებელია გლუვი ფოთლები, რომელთა ყუნწის ამონაკვეთი ნამდვილ ჩინურთან შედარებით ღიაა, მომრგვალო ან ჩანგისებური. მტევანი საშუალო ზომის და ძალიან თხელია. განსაკუთრებით გამოირჩევა წიპწა, რომელიც დიდი ზომისაა (8-9 × 5.5 მმ.). ფორმით ჩვეულებრივი ჩინურის წიპწას პგავს, ღია ყავისფერია, მომწვანო-მოყვითალო ელფერიო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 107