დიდშავა, დიდშავი, დიდფოთოლა შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, გულისებრი ფორმის, იშვიათად მომრგვალო, სუს-ტად დანაკვთული, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად და ქეჩისებრად არის შებუსული. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი. კუმსია ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი. წვენი ოდნავ აქვს ვარდისფრად შეფერილი.

დიდშავა საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.0-19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.7-10.6 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი წითელი ღვინო. გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 104