დიდმუხის ეკლესიის ნანგრევი
დიდმუხის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდმუხაში. აგებულია ადრეულ საუკუნეებში. ჩვენამდე მოღწეულია ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი კუთხის ქვედა ნაწილი და ჩრდილოეთი კედლის საძირკველი. შემორჩენილია ფლეთილი ქვა. გეგმა არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004