დიდი ხუთეული (ინგლისი)

„დიდი ხუთეული“ (Big Five), გაერთიანებული სამეფოს ხუთი უდიდესი კერძო სააქციო კომერციული საბანკო მონოპოლია — „ბარკლეიზ ბენკი“, „მიდლენდ ბენკი“, „ლოიდზ ბენკი“, „უესტმინსტერ ბენკი“ და „ნეშნლ პროვინშლ ბენკი“. XX საუკუნის დასაწყისიდან ბანკების ეს ჯგუფი ინგლისის ფინანსური კაპიტალის ცენტრია. „დიდი ხუთეულის“ ბანკებში თავმოყრილია გაერთიანებული სამეფოს ბანკების მთელი ანაბრების დაახლოებით 90%. სხვა სახელმწიფოებში მათ 12 ათასამდე განყოფილება აქვთ. 1968 წელს გაერთიანდა ორი ბანკი „უესტმინსტერ ბენკი“ და „ნეშნლ პროვინშლ ბენკი“ და მიიღო „ნეშნლ უესტმინსტერ ბენკის“ სახელწოდება, ხოლო „ბარკლეიზ ბენკმა“ შეიერთა სიდიდით მეექვსე ბანკი ინგლისში „მარტინზ ბანკი“.

ლიტერატურა

რედაქტირება