ცისკარი (ლოცვა)

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ცისკარი)

ცისკარიმართლმადიდებლური ღვთისმსახურება, ერთგვარი ლოცვების ერთობლიობა, რომელიც დილით, მზის ამოსვლის წინ აღესრულება, თუმცა დღესდღეობით, იგი ძირითადად მწუხრთან შეერთებული სახით — საღამოს ხანს აღესრულება. ცისკარი სამი სახის არსებობს: ყოველდღიური, დიდი და სააღდგომო.

ყოველდღიური ცისკარი აღესრულება სადაგ (ანუ არასადღესასწაულო) დღეებში.

დიდი ცისკარი, შეერთებული დიდ მწუხრთან და პირველ ჟამთან, შეადგენს ღამისთევის (საღამოს) ლოცვას.

სააღდგომო ცისკარი კი სრულდება ყოველდღე ბრწყინვალე შვიდეულში.

ალიონი, რომელსაც სინათლე, სიფხიზლე და სიცოცხლე მოაქვს, ყოველთვის აღძრავს მორწმუნე ადამიანში მადლიერების გრძნობას ღმერთისადმი — სიცოცხლის მომნიჭებელისადმი. ამ მსახურებით მართლმადიდებელი მრევლი მადლობას უძღვნის ღმერთს განვლილი ღამისათვის და წყალობას შესთხოვს მომავალ დღეს. მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში ცისკრის ლოცვისას განიდიდება მაცხოვრის მოსვლა ამქვეყნად, რომელმაც ახალი ცხოვრება მოუტანა ადამიანებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება