ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიდი სახლი (რუს. Большой дом) — სანქტ-პეტერბურგში ლიტეინის გამზირზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის არაოფიციალური სახელწოდება, რომელშიც განთავსებულია რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.

დიდი სახლი
Большой дом
კოორდინატები 59°56′55″N 30°20′57″E / 59.948521° ჩ. გ. 30.349302° ა. გ. / 59.948521; 30.349302
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ნოე ტროცკი
სტილი კონსტრუქტივიზმი
თარიღდება 1931-1932
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810552000

აღნიშნული შენობა მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ უბანში, ლიტეინი გამზირის დასაწყისში. დიდი სახლი დაპროექტებულია საბჭოთა არქიტექტორების ნოე ტროცკის, ალექსანდრე გეგელოსა და ანდრეი ოლის მიერ კონსტრუქტივისტური სტილით. შენობა არის დიდი კომპლექსის ნაწილი, რომელიც მოიცავს შპალერნაიას ქუჩაზე მდებარე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დაწესებულება.

1934 წლის ივლისში შენობაში განთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილი სახალხო კომისარიატის ადგილობრივ შტაბი, შემდგომში კი სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო. აქ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, კერძოდ 1991 წლამდე განთავსებული იყო კგბ-ს შტაბი.

ყველასთვის ცნობილია, რომ შენობა მართლაც საიდუმლოებითაა მოცული. მისი პროექტი ძალიან უცნაურია. შენობაში განთავსებულია მიწისქვეშა სართულები. ამიტომ ამ შენობაზე დადის ლეგენდა, რომ რამდენი სართულიც ზემოთაა, იმდენივეა ქვემოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ ლენინგრადის ალყის დროს შენობა გადაურჩა დანგრევას. აქ იყო განთავსებული გერმანელ ტყვეთა თავშესაფარი.

2001 წლიდან მოყოლებული, დიდი სახლი შეიტანეს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში და იგი წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის ერთ-ერთ ძეგლს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Памятники архитектуры Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1976.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სახლი“-დან