დიდი ნეძის წმინდა გიორგის მონასტერი
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში. მონასტერი აიგო 1999–2004 წლებში.
დიდინეძის მამათა მონასტრის საეკლესიო კომპლექსში შედის: ეკლესია (ორნავიანი ბაზილიკა), სამრეკლო სანათლავით, სატრაპეზო სამლოცველოთი. ეკლესიას გაუკეთდა ლამაზი გალავანი. ეზო განაშენიანებულია მარადმწვანე ხეებით. ეკლესიას გამოეყო დამატებით სანერგე ფართი დამხმარე მეურნეობისათვის.ეკლესიის მოჩუქურთმებული ბაზილიკა ეკლარის ქვისგანაა ნაგები, ხოლო სამრეკლო გადახურულია სპილენძით.
ახლად ნაკურთხ ტაძარში მეუფე გერასიმემ წინამძღვრად დეკანოზი ზაბულონ ქობალია დაადგინა. მამა ზაბულონი შაბათობით რეგულარულად აღავლენდა საღმრთო ლიტურღიას.
მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ეკლესიასთან გახსნილია მამათა მონასტერი, რომლის წინამძღვარია იღუმენი თეოდოსი (ლაგაზაშვილი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საიტი დაარქივებული 2014-09-03 საიტზე Wayback Machine.