დიდი მლაშე ტბა
დიდი მლაშე ტბა (ინგლ. Great Salt Lake) — ტბა აშშ-ში. მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში იუტას შტატში, ეს არის ყველაზე მლაშე ტბა, მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში,[1] მსოფლიოში არსებულ მლაშე ტბებს შორის მეოთხე ადგილი უკავია,[2] ხოლო დედამიწაზე არსებულ ტბებს შორის 37-ე ადგილს იკავებს.[3] მიუხედავად ამისა მისი ფართობი სისტემატურად იცვლება. მაგალითად 1963 წლისათვის ტბის ფართობი შეადგენდა 2,460 კმ², 1987 წლისათვის ზედაპირის ფართობი კი 8,500 კმ² იყო.
დიდი მლაშე ტბა | |
---|---|
ინგლ. Great Salt Lake | |
კოორდინატები: 41°09′00″ ჩ. გ. 112°36′00″ დ. გ. / 41.15000° ჩ. გ. 112.60000° დ. გ. | |
მდებარეობა | იუტა ( აშშ) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1,280 მ |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 45 კმ |
ფართობი | 2500 ან 6000 ათასი კმ² |
მოცულობა | 18.9200000 კმ³ |
საშუალო სიღრმე | -4,5, -7,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | -15 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ჯორდანი, ვებერი, ბერი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მდინარე ჩაედინება, მათგან აღსანიშნავია ჯორდანი, ვებერი და ბერი. ტბის სიახლოვეს ყოველწლიუარდ მოიპოვებენ 1.1 მილიონ ტონა მარილს. ამ ადგილს აგრეთვე უწოდებენ ამერიკულ „მკვდარ ზღვასაც“.[4] ტბაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი კუნძული.
ეს ადგილი მდებარეობს დაახლოებით 1,280 მეტრზე ზღვის დონიდან, ტბის სიგრძე დაახლოებით შეადგენს 120 კილომეტრს. საშუალო სიღრმე შეადგენს — 4.5 მეტრს, ყველაზე დაბალი წერტილი კი -15 მეტრია. დიდი მლაშე ტბის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არის მარილის უდაბნოები. ტბა დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. მიუხედავად აქ არსებული სიმლაშისა, წყალში ზღვის ცხოველთა მცირე რაოდენობა აღმოაჩინეს.
ტბა ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Great Salt Lake. Encyclopedia Britannica Online
- ↑ Great Salt Lake, Utah. U.S. Geological Survey.
- ↑ Large Lakes of the World. Factmonster.com.
- ↑ Great Salt Lake — a lively recreational jewel დაარქივებული 2006-03-21 საიტზე Wayback Machine. . Lynn Arave, Deseret News.