დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული)
დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,13 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. სატრიუმფო და საბჯენი თაღები ნაწყობია კარგად გათლილი შირიმით. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს წრიული ნიშებია. ნიშებს ზემოთ, კონქში ჩასმულია სწორკუთხა რეზონატორები. დასავლეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელია, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში - სწორკუთხა ნიში. საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.