დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კლდეისში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. აგებულია X-XI საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. აქვს ორი მინაშენი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია. კედლები და სახურავი ჩამოშლილია. სამხრეთის მინაშენი მთლიანად დანგრეულია, მთავარი ეკლესიის კედლებია შემორჩენილი. ორივე მინაშენს ჩაქცეული აქვს კამარა. კედლები ზოგან კარნიზამდეა. სამხრეთ კარის ტიმპანში გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებია გამოსახული. კომპოზიციის ცენტრში არწივის თავზე აღმართულია აყვავებული ჯვარი, რომლის გარშემოც ასომთავრული წარწერებია. ჩრდილოეთის მინაშენიც დანგრეულია და მცენარეებითაა დაფარული. აღმოსავლეთის ფასადზეც ასომთავრული წარწერებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7165