დიდი დაფარნა (ახალი შუამთა)

დიდი დაფარნა ახალი შუამთის მონასტრიდან — მატერიალურ-კულტურული ძეგლი, დაფარნა (ზომები 70×85 სმ). შეიქმნა ახალი შუამთის მონასტერში 1540-იან წლებში. ამჟამად ინახება მუზეუმ-ნაკრძალ „კოლომენსკოეში“. შესრულებულია ატლასზე, ნაქარგია ოქროს, ვერცხლის და აბრეშუმის ძაფებით.

დიდი დაფარნა. წინა მხარე

მეფე ლევანის დროს საფუძველი ჩაეყარა დიპლომატიურ ურთიერთობას კახეთსა და მოსკოვის რუსეთს შორის. მუზეუმ-ნაკრძალ კოლომენსკოეში ინახება დიდ დაფარნა, რომელიც მოწმობს XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან შუა საუკუნეების რუსეთსა და კახეთს შორის არსებულ დიპლომატიური ურთიერთობებზე. დიდი დაფარნა შეიქმნა ახალი შუამთის მონასტერში, რომელიც 1540-იან წლებში დააარსა ლევანის პირველმა ცოლმა, დედოფალმა თინათინმა. დაფარნაზე შესრულებულია ქართული ასომთავრული წარწერა, რომელზეც ითხოვება მთავარანგელოზთა შემწეობა ლევან მეფისათვის.

ვიკიციტატა
„Ⴜ჻ ႳႨ჻ ႱႳႴႥႱ჻ ႸႳႬႰႡႠ჻ ႸႤႨႫႭႱႠ჻ ႸႤႫႭႱႠ჻ ႳႬ჻ ႻႪႨ჻ ႣႠ჻ ႢႠႰႤ჻ ႸႤႨႰႲႷႠ჻ ႶႭ჻ ႣႠ჻ ႼႬႭ჻ ႫႧႥႠႰ჻ ႠႬႢႪႦႬႭ჻ ႫႾ჻ ႤႷႥႬႨႧ჻ ႪႬႱ჻ ႫႤႴႤႱႠ჻“
(წმინდა უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა. ღმერთო და წმიდაო მთავარანგელოზნო მეოხ ეყვენით ლევანის მეფესა.)

დიდი დაფარნა, როგორც ლიტურგიის ნაწილი, რუსეთში ივანე IV-ის მეფობის დროს ჩამოსულმა ელჩობამ საჩუქრად შემოიტანა, რის შემდეგაც იგი სამეფო ხაზინაში ინახებოდა. 1620 წელს მეფე მიხეილ თეოდორეს ძის მიერ დაფარნის მოსკოვის მახლობლად მდებარე ნიკოლო-უგრეშკის მონასტერში გადატანამდე, ცარიცინის სვეტლიცაში დამატებით ამოაქარგინა ვნების ინსტრუმენტები და საეკლესიო სლავური წარწერები.

ვიკიციტატა
„М·Л Р·Б“
(Место Лобное Рай Бысть)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება