დიდი გომარეთი[1] — ყოფილი სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში, გომარეთის პლატოზე.

დიდი გომარეთი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII საუკუნე) შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ზურტაკერტის აღწერის დროს:

 
„აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა დიდი ქალაქი.“

სოფლის სახელწოდება „დიდი გომარეთი“ ასევე აღნიშნულია 1898 წლის რუსეთის იმპერიის ერთვერსიან რუკაზე „Больш. Гомарети“ სახით. XX საუკუნეში იყო სასოფლო საბჭოს (შემდეგ თემის) ცენტრი (სოფლები: დიდი გომარეთი, კაკლიანი, მამულა, პატარა გომარეთი). საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა მერძევეობა-მეკარტოფილეობის მეურნეობა, საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, აფთიაქი, კავშირგაბმულობის განყოფილება. 1999 წელს სოფლები დიდი და პატარა გომარეთი ადმინისტრაციულად გაერთიანდა გომარეთის სახელწოდებით; გეოგრაფიულად მათ ერთმანეთისგან მხოლოდ პატარა ხევი ყოფთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949