დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა

დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა (ინგლ. Ice Age: Dawn of the Dinosaurs) აგრეთვე ცნობილი როგორც „დიდი გამყინვარება 3“ — 2009 წლის ანიმაციური 3-D ფილმი. იგი არის ფილმების სერიის დიდი გამყინვარება გაგრძელება, გამოშვებული კომპანიის Blue Sky Studios და გავრცელებული კომპანიის 20th Century Fox მიერ. ფილმის პერსონაჟების როლებს ახმოვანებენ რეი რომანო, ჯონ ლეგუიზამო, დენის ლირი, ქუინ ლატიფა, შონ უილიამ სკოტი, ჯოშ პეკი, საიმონ პეგი და კრის უეჯი.

„დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი კარლოს სანდანა
რეჟისორი კარლოს სალდანა
თანარეჟისორი:
მიხაელ თურმაიერი
პროდიუსერი ლორი ფორტე
ჯონ კ. დონკინი
სცენარის ავტორი მაიკლ ბერგი
პიტერ აკერმანი
მაიკ რაისი
იონი ბრენერი
ისტორია ჯოშ კარტერ იტონი
როლებში რეი რომანო
კუინ ლატიფა
დენის ლირი
ჯონ ლეგუიზამო
შონ უილიამ სკოტი
ჯოშ პეკი
საიმონ პეგი
კომპოზიტორი ჯონ პაუელი
მონტაჟი ჰარი ჰიტნერი
სტუდია Blue Sky Studios
20th Century Fox Animation
გამოსვლის თარიღი
  • 1 ივლისი, 2009 (2009-07-01)
ხანგრძლივობა 94 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90 მილიონი აშშ დოლარი
საიტი 886,686,817 აშშ დოლარი [1]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გმირების ცხოვრებაში მოხდა გარკვეული ცვლილებები. მამონტები მანფრედი და ელი შვილს ელოდებიან; ვეფხვი დიეგო ჩაეშვა ფიქრებში იმაზე, თუ რატომ გახდა ის ასეთი "კეთილი" მეგობრების კომპანიაში; ზარმაცა სიდი, რომელიც ოცნებობს თავისი საკუთარი ტომის შექმნაზე, გადაწყვეტს რომ მოიპაროს დინოზავრის რამდენიმე კვერცხები. სიდის გადასარჩენად გამგზავრებული მეგობრები აღმოჩნდებიან უჩვეულო მცენარეთა სამყაროში, რომელიც იმალებოდა ყინულების ქვეშ, სადაც ისინი შეხვდებიან დინოზავრებს და აგრესიულ გარემოებას, და ასევე გაიცნობენ დინოზავრებზე მონადირეს – სახელად ბაკი...

მსახიობები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ice Age: Dawn of the Dinosaurs. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-09-08.