დიდი ატენის კოშკები

დიდი ატენის კოშკები – კოშკები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის მახლობლად.

დიდი ატენის კოშკები

პირველი კოშკი დგას სოფლის გარეთ, აღმოსავლეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, კლდეზე. თარიღდება XVI საუკუნით. კოშკი გეგმით სწორი ოთხკუთხედია (7,2 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებზე გამოყენებულია თლილი ქვა. კოშკი დაზიანებულია: ჩაქცეულია სართულშუა ხის გადახურვები. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა. კოშკთან მისასვლელად კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. პირველი სართულის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთისაში - ერთი. მეორე სართულის სამი კედელი ყრუა. მეოთხეში, აღმოსავლეთისაში, ორი სათოფურია. მესამე სართულის გრძივ კედლებში ორ-ორი სათოფურია, განივში - თითო.

მეორე კოშკი დგას სოფლის სამხრეთით 0,5 კილომეტრზე, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე, კლდეზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. კოშკი ოთხკუთხაა (7 X 4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია - ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვები შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. კოშკს შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს. მეორე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.