სახელოვანი რევოლუცია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდებული რევოლუცია)
სახელოვანი რევოლუცია (ინგლ. Glorious Revolution) — ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული სახელწოდება ინგლისის 1688-1689 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა. ეს იყო ინგლისის XVII საუკუნის რევოლუციაში გამარჯვებული ბურჟუაზიისა და ახალი თავადაზნაურობის მსხვილ მიწათმფლობელთა ნაწილთან კლასობრივი კომპრომისის შედეგი. სახელოვანი რევოლუციის შედეგად ტახტიდან ჩამოაგდეს ჯეიმზ II სტიუარტი და სამეფო ხელისუფლება გადასცეს მის სიძეს - ჰოლანდიის შტატჰალტერს უილიამ III ორანელს, რომელიც მართავდა თავის მეუღლესთან (ჯეიმზ II-ის ასული მარიამ II სტიუარტი) ერთად. გადატრიალებამ საბოლოოდ მოუღო ბოლო ინგლისში აბსოლუტიზმს, როგორც მმართველობის ფორმას და დაამკვიდრა კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 185.