დიდების სვეტი (რუს. Колонна Славы) — სანქტ-პეტერბურგში სამების ტაძრის წინ აღმართული ძეგლი რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის მოვლენებისა და მონაწილეების პატივისცემის ნიშნად.

დიდების სვეტი
Колонна Славы
კოორდინატები 59°54′59″N 30°18′26″E / 59.916392° ჩ. გ. 30.307164° ა. გ. / 59.916392; 30.307164
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სიგანე 28
სიმაღლე 30 მ
გახსნის თარიღი 1886

1886 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ბულგარეთი იხსნა ოსმალეთის შემოტევისგან, სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძრის ჩრდილოეთ ფასადის წინ აშენდა დიდების სვეტი. სვეტის საძირკველი აგებული იყო 140 ქვემეხის ლულისაგან, რომელიც გამოიყენეს ოსმალების წინააღმდეგ ომის დროს. მონუმენტი რვა მეტრის სიგრძის იყო და ზემოდან ფრთიანი ფიგურა ედგა, რომელსაც ერთ ხელში მუხის ტოტების გვირგვინი და მეორე ხელში პალმის ტოტები ეჭირა. შიგნით რკინის სპირალური ფორმის კიბეები იყო. სვეტს გარედან 10 ქვემეხის ლულა ფარავდა. 1929 წელს, საბჭოთა მთავრობამ მონუმენტი დაშალა და ფულის სანაცვლოდ მიჰყიდა გერმანიას.

1969 წელს სვეტის ადგილზე დაამონტაჟეს ვასილი სტასოვის ძეგლი, რომელიც იყო ტაძრის არქიტექტორი. ბიუსტის დადგმა მიეძღვნა არქიტექტორის 200 წლის იუბილეს. ბიუსტი მაღალ მეტალის კვარცხლბეკზე იდგა, ხოლო გარშემო გაშენებული იყო სკვერი.

2004 წელს, ორიგინალ გეგმაზე დაყრდნობით, მონუმენტი აღადგინეს. სვეტის საძირკველი აგებულია ზუსტი 128 თურქული ქვემეხის ლულის ასლისგან, რომელიც დაამზადა კომპანია Novolipetsk Steel-მა. მოგვიანებით ლულები და მეტალის დანარჩენი ნაწილები სანქტ-პეტერბურგს საჩუქრად გადაეცა 300 წლის იუბილეზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Путеводитель по С.-Петербургу: Репринтное воспроизведение издания 1903 года. — Л.: СП «ИКАР», 1991. ISBN 5-85902-065-1
  • Гусаров А.Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб, 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.