დიგესტები, პანდექტებიიუსტინიანეს კოდიფიკაციის ძირითადი ნაწილი, რომაელი იურისტების თხზულებათა ნაწყვეტების სისტმური კრებული. დიგესტები მოიცავს პაპინიანეს, პაულუსის, ულპიანეს, გაიუსის, მოდესტინუსის და სხვათა თხზულებებს. შეადგინა კომისიამ ტრიბონიანეს ხელმძღვანელობით. გამოიცა 553 წელს. იყოფა 50 წიგნად, თითოეული წიგნი ტიტულებად, ხოლო ტიტული ფრაგმენტებად. უმთავრესად აწესრიგებს ქონებრივ, საოჯახო, მემკვიდრეობით და ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებს. დიგესტები იქცა რომის სამართლის რეცეფციის წყაროდ.

ლიტერატურა

რედაქტირება