დიგაშენი – ნასოფლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ნასოფლარი მდებარეობს სოფელ ყაურმასა და სოფელ ჯიგრაშენს შორის. მდ. ფარავნის მარჯვენა ნაპირზე, ამაღლებულ სერზე , დგას დარბაზული ეკლესია. სუფთად გათლილი დიდი კვადრებით ნაგები, საკურთხევლის კონქში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. საკურთხეველში გდია დამტვრეული ტრაპეზის ქვა. გადარჩენილია საკურთხეველი კონქით და ჩრდილო კედლის ნაწილი. დიგაშენის ეკლესია საინტერესოა იმითაც, რომ იგი ანტიკური ხანის ციხის ნანგრევებზე უნდა იყოს აგებული. სწორედ ისეთ ციხეზე, გოგაშენის ტერიტორიაზე რომ გათხარეს 1977 წელს.


ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 335-404.