შუასაძგიდი

(გადამისამართდა გვერდიდან დიაფრაგმა (ანატომია))

შუასაძგიდი, დიაფრაგმა (ლათ. diafragma) — ძუძუმწოვრებისა და ადამიანის გუმბათისებრი მყეს-კუნთოვანი ფირფიტა, რომელიც ერთიმეორისაგან გამოყოფს გულმკერდისა და მუცლის ღრუებს. ადამიანის შუასაძგიდი ემბრიონალური განვითარების მე-3 კვირას ისახება კისრის 3-5 სომიტების მიდამოში და შემდეგ თანდათან ეშვება ქვემოთ. შუასაძგიდის საერთო დასაწყისია გულმკერდის ქვემო ხვრელი (გასავალი). შუასაძგიდის პერიფერიული ნაწილი კუნთოვანია, ცენტრალური — მყესოვანი. კუნთოვან ნაწილში განარჩევენ წელის, ნეკნებისა და მკერდის ნაწილებს. შუასაძგიდის შედგენილობაში ზემოდან ქვემოთ შედის პლევრა, გულმკერდის შიგნითა ფასცია, საკუთრივ შუასაძგიდი, მუცლის შიგნითა ფასცია და პერიტონეუმი. სეროზული იოგები შუასაძგიდიდან მიდის შინაგან ორგანოებთან (ღვიძლი, კუჭი, ელენთა, კოლინჯი და სხვა) და აფიქსირებს მათ.

შუასაძგიდი
ლათინური Diaphragma
Dorlands/Elsevier [1]

შუასაძგიდში არის 3 დიდი კენტი ხვრელი, მათ შორის ერთში გათვლის აორტა და გულმკერდის ლიმფური სადინარი, მეორეში — საყლაპავი მილი და ცთომილი ნერვები, მესამეში — ქვემო ღრუ ვენა და წყვილ-წყვილი ნაპრალი — აიმპათიკური წველისათვის, შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვებისათვის, შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვებისათვის, კენტი ვენებისათვის, გულმკერდის შიგნიტა არტერიებისა და ვენებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 51-52.
  • შ.თოიძე, ლ.კიკალიშვილი, ე.ყიფიანი, დ.კორძაია ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია პოლიგრაფი-2008.