ნიაზ დიასამიძე

ქართველი მომღერალი
(გადამისამართდა გვერდიდან დიასამიძე, ნიაზ)

ნიაზ დიასამიძე (დ. 13 ივლისი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მუსიკოსი, ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი და ლიდერი.

ნიაზ დიასამიძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1973 (1973-07-13) (51 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი რეგი, პოპ- და ფოლკ-როკი
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიში, გიტარა, ფანდური

15 წლის ასაკში დაინტერესდა გიტარით და უკრავდა მეზობელთან ერთად. სახლში სარეპეტიციო ოთახი მოაწყო და უკრავდა, როდესაც შინ არავინ იყო. მეზობელი, დამწყები მუსიკოსების შემოერთების შემდეგ პირველი ჯგუფი ჩამოაყალიბა. თავდაპირველად კოლექტივი უცხოურ სიმღერებს ასრულებდა, მოგვიანებით კი საკუთარი სიმღერების შექმნა დაიწყო.

3 თვით პარიზში ბებიასთან სტუმრობისას ნიაზმა იპოვა სტუდია, სადაც სიმღერა ჩაწერა. ჩამოსვლისას მას შეხვდა გიორგი მგელაძე, რომელმაც სიმღერა მოისმინა და ნიაზს მსგავსი მუსიკის შექმნა საკუთარი ფილმისთვის „ჰოტელ კალიფორნია“ სთხოვა. ამრიგად, პარალელურად ჯგუფში სიმღერების შექმნისა, ნიაზი წერდა მუსიკას ფილმებისთვის. ფილმ „ჰოტელ კალიფორნიის“ ბოლოს ჟღერს 33ა-ს „ყველას უყვარს თოვლი“. „ღამე და წვიმა“, მეორე სიმღერა, დაიწერა გაგა ნახუცრიშვილთან ერთად.

შემდეგი მცდელობა იყო ფილმ „ოცნებების სასაფლაოსთვის“ მუსიკის შექმნა. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა რამდენიმე ხალხური საკრავი. ნიაზის აღიარებით, ორივე ფილმი 33ა-სთვის ნამდვილი ბიძგი იყო და იგი სწორედ მათი დამსახურებით დარჩა მუსიკაში. პირველი სიმღერები და რამდენიმე დამატებული კომპოზიცია მოხვდა 33ა-ს სადებიუტო სტუდიურ ალბომში.

აგრეთვე არის ფესტივალ არტ გენის თანადამაარსებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება